Sunday, 26 April 2026
$ 2.69
3.15
£ 3.63
0.04
0.06

ირაკლი კობახიძე: „ქართულ ოცნებაში“ ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება

ირაკლი კობახიძის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიას მომზადება სჭირდება, რათა ამომრჩევლის წინაშე სათანადო სიით წარდგეს. „არავითარი ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება კადრების გადახალისება. 2020 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. მანამდე ჩვენ გვჭირდება მომზადება იმისათვის, რომ სათანადო სიით წარვდგეთ ამომრჩევლის წინაშე“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. კითხვაზე – შესაძლოა თუ არა, პარტიაში […]

admin07.11.2018

გია ვოლსკი: 7 ნოემბერი არის ერთ-ერთი გამოხატულება სადიზმისა და საზოგადოებისადმი დამოკიდებულების, რაც „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა

7 ნოემბერი არის ერთ-ერთი გამოხატულება სადიზმისა და საზოგადოებისადმი დამოკიდებულების, რაც „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ. „ეს არის სიმბოლო, როგორც ის ყავარჯნიანი კაცი იქცა 7 ნოემბრის სიმბოლოდ. ამის მიღმა უამრავი რამ არის ჩადენილი, გაკეთებული და უამრავი ხალხია გაუბედურებული, რომელთა მძიმე მდგომარეობა დღემდე მემკვიდრეობად მოგვყვება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

admin07.11.2018

გრიგოლ ვაშაძე: 7 ნოემბერი არის წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა

7 ნოემბერი არის წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა და გაკვეთილი ყველა შემდგომი ხელისუფლებისათვის, ასე აფასებს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში. „მართალია, მაშინ არავითარი კავშირი არ მქონდა ხელისუფლებასთან, არც ერთი თანამდებობა არ მეკავა და რიგითი კერძო პირი ვიყავი, მაინც სრულად ვიზიარებ ამ დღით გამოწვეულ პასუხისმგებლობას და საკუთარ პრობლემადაც მივიჩნევ. […]

admin07.11.2018

გიორგი ქობულიამ სინგაპურში ახალი ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

სინგაპურში, ახალი ეკონომიკური ფორუმის გახსნის ცერემონიის ფარგლებში, გიორგი ქობულიამ მონაწილეობა მიიღო ოფიციალურ მიღებაში, რომელიც სახელმწიფო დელეგაციების წარმომადგენლებთან მაიკლ ბლუმბერგმა და ფორუმის დამფუძნებელმა პარტნიორებმა გამართეს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ახალი ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს, სადაც სიტყვით გამოვიდა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ „სარტყელისა და გზის“ პროექტისადმი მიძღვნილ პანელზე. გიორგი ქობულიამ ფორუმის მონაწილეებთან დეტალურად ისაუბრა იმ […]

admin07.11.2018

აშშ-ის არჩევნები: „დემოკრატებმა“ კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში „დემოკრატებმა“ კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში „რესპუბლიკელებზე“ გამარჯვება მოიპოვეს – პირველად, ბოლო 8 წლის განმავლობაში – და პრეზიდენტ ტრამპს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენეს. თუმცა „რესპუბლიკელებმა“ შეძლეს სენატში უმრავლესობის შენარჩუნება. სამშაბათს გამართულ კენჭისყრას უყურებდნენ, როგორც რეფერენდუმს პრეზიდენტისთვის, იმის მიუხედავად, რომ 2020 წლამდე ამერიკაში არჩევნები არ ტარდება. როგორც BBC იუწყება, „დემოკრატებს“ ახლა შეეძლებათ დაიწყონ გამოძიებები ტრამპის ადმინისტრაციის შესახებ […]

admin07.11.2018

საქართველოს საგარეო უწყება გმობს სოფელ ატოცთან 1 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრებასთან დაკავშირებით სამუშაოების დაწყებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ უკანონო გადაწყვეტილებას და სამუშაოების დაწყებას ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან 1 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრებასთან დაკავშირებით. “მსგავსი ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ეს უკანონო ქმედება მიზნად […]

admin06.11.2018

კახა კალაძე: 300 000 ლარის ინვესტიციის საფუძველზე [უცხოელებისთვის] ბინადრობის უფლების განუსაზღვრელი ვადით მიღება გაუქმდება, 300 000 ლარი – 300 000 დოლარით, მუდმივი ბინადრობის უფლება კი – 5 წლიანი ვადით შეიცვლება

“დღეის მდგომარეობით, 300 000 ლარის ინვესტიციის საფუძველზე, [უცხოელებისთვის] ბინადრობის უფლების განუსაზღვრელი ვადით მიღებაა შესაძლებელი. ინიცირებული  კანონპროექტის თანახმად,  300 000 ლარი – 300 000 დოლარით, მუდმივი ბინადრობის უფლება კი – 5 წლიანი ვადით შეიცვლება. ამ პოზიციას სრულად იზიარებს პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი  და ამ პათოსს სწორად გაიტანს უცხოეთში”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. “მოგეხსენებათ, […]

admin06.11.2018

ოთარ ფარცხალაძეს, რომელსაც პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროცესი მედიისთვის ფარულად წარიმართა, გირაოს შესახებ კი, ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განაცხადა. ადვოკატის თქმით, ოთარ ფარცხალაძე წარდგენილ ბრალში თავს უდანაშაულოდ ცნობს. ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი ე.წ. ელ ცენტროს ინციდენტზე, ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარედგინა. ინციდენტი თბილისში, ღამის კლუბ “ელ ცენტროში” გასული […]

admin06.11.2018

სალომე ზურაბიშვილი პოლონური ინსტიტუტის გახსნისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, პოლონური ინსტიტუტის გახსნისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. ღონისძიებას მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო. მან საქართველოში პოლონური ინსტიტუტის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ძალიან მნიშვნელოვანია პოლონეთის კულტურული ინსტიტუტის გახსნა. კულტურის დარგში პოლონეთი გახდა ევროპაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელმაც დაისახა მიზნად, საქართველო სრულყოფილად შეიყვანოს ევროპის კულტურულ სფეროში და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. […]

admin06.11.2018

ირანის მიმართ აშშ-ის „ყველაზე მძლავრი“ სანქციები ამოქმედდა

შეერთებულმა შტატებმა ორშაბათს ირანზე თავისი „ყველაზე მძლავრი“ სანქციები აამოქმედა, რასაც ნავთობით მდიდარ ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ტრამპის ადმინისტრაციამ ხელახლა დააწესა ყველა ის სანქცია, რაც 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ფარგლებში იყო მოხსნილი, ეს კი არა ამარტო ირანს აქცევს მარწუხებში, არამედ იმ ქვეყნებსაც, რომლებიც მასთან ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობებში იმყოფებიან. სანქციები დარტყმას აყენებს ნავთობის ექსპორტს, საზღვაო […]

admin05.11.2018