„ქვეითი ათეულის მეთაურის კურსი“ 46-მა სამხედრო მოსამსახურემ დაამთავრა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ქვეითი ათეულის მეთაურის კურსის გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. კურსის დასრულება თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა კობა ცირეკიძემ, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა კობა ოშხერელმა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით გაგუამ მიულოცეს. სიტყვით მიმართვისას ყურადღება თავდაცვის ძალებში სერჟანტის როლზე გაამახვილეს და წარმატება […]