Monday, 22 June 2026
$ 2.65
3.04
£ 3.51
0.04
0.06

„თიბისი ბანკი“ განცხადებას ავრცელებს – პროკურატურის მიერ დოკუმენტების ამოღება 2008 წლის კანონიერ საბანკო ოპერაციას ეხება

პროკურატურის მიერ გაკეთებულ კომენტარს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით „თიბისი ბანკი“ ეხამურება და აცხადებს, რომ საკითხი ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას. „თიბისი ბანკი“ ასევე აცხადებს, რომ 8 იანვარს, გვიან საღამოს, რამდენიმე მედია პორტალმა გაავრცელა მცდარი და მიზანმიმართულად დამახინჯებული ინფორმაცია, რომელიც ემსახურება ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისა და მისი დამფუძნებლების რეპუტაციის შელახვას. „ცხადია, რომ ამ ინფორმაციის […]

admin09.01.2019

მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2019 წლის 1-ელ ივლისამდე გრძელდება

მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2019 წლის 1-ელ ივლისამდე გრძელდება. საჯარო რეესტრის ეროვნული საააგენტოს ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში, დაინტერესებული პირის მიერ განცხადებისა და აზომვითი ნახაზის წარდგენის შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საჭირო ყველა მომსახურებას თავად ახორციელებს. რეფორმის მიმდინარეობისას მოქალაქეებისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი შემდეგი სერვისები: საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ […]

admin09.01.2019

საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და ის 3 მილიარდ 289 მილიონ დოლარს შეადგენს

საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ოფიციალური სარეზერვო აქტივების მოცულობა 3 მილიარდ 289 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც წინა თვესთან შედარებით 201 მილიონით მეტია. ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 3 მილიარდ 089 მილიონი დოლარი, ხოლო სესხების სპეციალური უფლებების (SDR) მოცულობა 200 მილიონი დოლარია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრიტერიუმით, საქართველოში სავალუტო რეზერვები ე.წ. ადეკვატურობის […]

admin09.01.2019

პოლიციამ თელეთში ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 8 იანვარს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, დანის გამოყენებით დედას – 1953 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს სხეულზე […]

admin09.01.2019

ვაკეში სასწრაფო დახმარების ავტომანქანა ადამიანების ჯგუფს დაეჯახა – დაიღუპა ერთი და დაშავდა 12 ადამიანი

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოყვა. არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მანქანა მშენებლობის მიმდებარედ ჯიხურს დაეჯახა, სადაც იქვე დასაქმებული ადამიანები იყვნენ შეკრებილნი. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 12 ადამიანი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მას ოპერაცია უტარდება. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დაშავებულები არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების […]

admin09.01.2019

პრეზიდენტმა ტრამპმა „მზარდი ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კრიზისის“ შესაჩერებლად აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა დაჟინებით მოითხოვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „მზარდი ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კრიზისის“ შესაჩერებლად აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა კიდევ ერთხელ მოითხოვა, მაგრამ განსხვავებით წინა განცხადებისაგან, ოვალური ოფისიდან ერისადმი მის პირველ სატელევიზიო მიმართვაში ტრამპს არ გამოუცხადებია ეროვნული საგანგებო მდგომარეობა, რაც კონგრესის გვერდის ავლით კედლის მშენებლობის დაფინანსების საშუალებას მისცემდა. „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი შეუვალია და უკვე 18 დღის განმავლობაში მთავრობის ნაწილობრივ დახურვის და […]

admin09.01.2019

გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებულია გარკვეული დოკუმენტაცია, იტყობინება „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. „გიდასტურებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დეტალებს გამოძიების […]

admin08.01.2019

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით პეკინში ჩავიდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მიწვევით პეკინში ჩავიდა. გამოუცხადებელი ვიზიტის ფარგლებში კიმ ჩენ ინი ჩინეთში თავის მეუღლესთან ერთად 10 იანვრამდე დარჩება და აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მოსალოდნელი მეორე შეხვედრის წინ ძინპინთან, მის უახლოეს მოკავშირესთან არსებით მოლაპარაკებებს გამართავს. ჩინეთი ჩრდილოთ კორეის მნიშვნელოვანი მოკავშირე და მისი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სავაჭრო პარტნიორი და დახმარების წყაროა, თუმცა […]

admin08.01.2019

კაჭრეთში მმართველი პოლიტიკური გუნდის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ მმართველი პოლიტიკური გუნდის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. არჩევნების შემდეგ, ეს პირველი მასშტაბური შეხვედრაა, სადაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ერთობლივად განიხილავენ სამომავლო გეგმებს და იმ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა მოკლე ვადებში აუცილებელია. შეხვედრის ფარგლებში, უწყებები დაგეგმილ აქტივობებს შეაჯერებენ. ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა, მმართველობის ეფექტიანობის და ოპერატიულობის ხარისხის გაზრდას შეუწყობს ხელს. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

admin08.01.2019

კობი-გუდაურის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

კობი-გუდაურის საგზაო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეზღუდულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და მოძრაობა ეტაპობრივად განახლდება. „შეზღუდვები წესდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს პერიოდულად, რამდენადაც საჭიროა. ამ ეტაპზე, გაჩერებულია სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებები, დანარჩენი ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მოძრაობას. შეფერხება ფიქსირდება მლეთამდე, თბილისიდან მლეთის მონაკვეთამდე და სტეფანწმინდიდან კობის მონაკვეთამდე“, – […]

admin08.01.2019