საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლიეტუველ კოლეგას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს რაიმუნდას კარობლის შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა ლიეტუველ კოლეგასთან ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის დასაწყისში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა რაიმუნდას კარობლისს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ლიეტუვის მთავრობის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე ძლიერი და ურყევი მხარდაჭერისთვის. მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე […]