ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს
ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი პირველი მაისის სასამართლოს მოსამართლის, ადილბეგ სუბანკულოვის გადაწყვეტილებით, ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. იგი იქ 26 აგვისტომდე დაჰყოფს. ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ ატამბაევის ადვოკატ სერგეი სლასარევზე დაყრდნობით ავრცელებს. ადვოკატის თქმით, ატამბაევს წინასწარი პატიმრობა კრიმინალური ავტორიტეტის, აზიზ ბატუკაევის უკანონო გათავისუფლების საქმეზე მიესაჯა. ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტი ძალოვანებს ხუთშაბათს ხანგრძლივი […]