მამუკა ბახტაძემ წეროვანში ახალი სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წეროვანში დღეს ახალი სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა, რომელიც სამხედროებს საშუალებას მისცემს, რეაბილიტაცია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაიარონ. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, სარეაბილიტაციო ცენტრში გრძელვადიანი რეაბილიტაციის საშუალება ექნებათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს. მთავრობის მეთაურმა სარეაბილიტაციო ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება და […]