ამირან გამყრელიძე: „ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს“
საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევები მოიმატებს, რადგან საქართველო მსოფლიოს ნაწილია, მსოფლიოში კი, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ინფიცირებულთა რაოდენობამ 24 ათასი შეადგინა, მათ შორის 7 ათასს გადააჭარბა სამხრეთ კორეაში. მაღალია მაჩვენებელი ირანსა და იტალიაში, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მისი განცხადებით, მზადყოფნის რეჟიმი უნდა გაძლიერდეს ყველა ადგილზე, მათ შორის მაქსიმალურად უნდა შემცირდეს მოქალაქეთა შემოსვლა მაღალდასენიანებული ქვეყნებიდან. მისივე თქმით, სიფრთხილე […]