პრემიერ მინისტრის ინიციატივით lit.ge-ზე საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი თვის განმავლობაში 2093 ელექტრონულ წიგნზე თავისუფალი წვდომა ეძლევა
საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით, ელექტრონული წიგნების ინტერნეტ-მაღაზია -lit.ge-ზე საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი თვის განმავლობაში თავისუფალი წვდომა ეძლევა ამ პლატფორმაზე განთავსებულ „პალიტრა L“-ისა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ 2093 ელექტრონულ წიგნზე. განათლების სამინისტროს მიერ გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი სახოკია ესწრებოდა. გიორგი სახოკიამ მადლობა გადაუხადა […]