კომუნიკაციების კომისია: „2020 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 7%-ით გაიზარდა“
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2020 წლის პირველი კვარტლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებს აქვეყნებს. კომისიის ინფორმაციით, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებს, COVID-19-ის ეპიდემიის გამოცხადებამდე, მზარდი ტენდენცია ჰქონდა. 2020 წლის პირველ კვარტალში, მარტის თვეში დაფიქსირებული 4%-იანი კლების მიუხედავად, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 7-%-ით გაიზარდა. სატელევიზიო არხების კომერციულმა შემოსავალმა, რომელიც რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს, 13,659,925 ლარი შეადგინა. 2020 […]