იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნება, თუმცა ახალი პრინციპით იმუშავებენ
იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნება, თუმცა ახალი პრინციპით იმუშავებს, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. „გასათვალისწინებელია, რომ შენობაში არავინ დაიშვება პირბადის გარეშე. ასევე არ დაიშვებიან არასრულწლოვნები, შესაბამისად, იუსტიციის სახლების ბავშვთა სივრცეები დარჩება დროებით დაკეტილი“, – განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, საზოგადოებრივი ცენტრის ან დროებითი სანოტარო ბიუროს შენობაში მოხვედრისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ ვიზიტი პორტალის […]