საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების შემოღებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რეგისტრაცია 101-მა დეპუტატმა გაიარა, ცვლილებებს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, სამი წინააღმდეგი იყო. ცვლილების თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური გადაწყვეტენ ისეთ ღონისძიებებს, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. კერძოდ, კანონის […]