დედაქალაქის მერმა საზოგადოებას თბილისის ცენტრალური პარკის პროექტი წარუდგინა
თბილისის ცენტრალური პარკი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარზე განთავსდება. ამის შესახებ პარკის პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა ისაუბრა. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს აღნიშნული სივრცის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემისთვის. მისივე თქმით, ფონდი რამდენიმე ათეულ მილიონს გაიღებს პარკის მოწყობისთვისაც. „საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეკრეაციული სივრცეების არსებობას ქალაქში, პარკების განახლებას, […]