ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსით გარდაცვლილ სამ პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ სამ პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „62 წლის ქალს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თავის ტვინის ინფარქტი, კომა, თირკმლის უკმარისობა. გადატანილი დაავადება: მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკონორალური შუნტირება, გულის უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. […]