საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – მეხანძრე-მაშველები ქვეყნის მასშტაბით, ხანძარს 11 ლოკაციაზე აქრობენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახური უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ტყის და მინდვრის ხანძრების ქრობას. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დარჩენილია 11 კერა, სადაც გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები, – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაღირაში იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლოკალიზებულია. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია 3 სახანძო- სამშველო ტექნიკა და […]