ფინანსთა მინისტრმა დაასახელა საგადასახადო შეღავათები, რომლებიც ბიზნესისთვის დაწესდება
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ იმ საგადასახადო შეღავათებზე ისაუბრა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბიზნესს უწესებს. „ჩვენ დეკემბრის დასაწყისში გვქონდა დაანონსებული, რომ ვაპირებდით რამდენიმე მნიშვნელოვანი სოციალური, ასევე ბიზნესმხარდამჭერი პაკეტების შემოღებას და გათვალისწინებას 2021 წლის ბიუჯეტში. შესაბამისად, იცით, რომ განვლილ კვირაში პარლამენტმა მიიღო დაჩქარებულად რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომლისთვისაც მადლობა მათ. ამ ცვლილებებმა მოგვცა შესაძლებლობა, რამდენიმე მნიშვნელოვანი შეღავათი […]