პაატა იმნაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა
საქართველოში დღეიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე იმუნიზაცია სამედიცინო პერსონალს უტარდება. პაატა იმნაძე საქართველოში პირველია, ვინც აიცრა, თან საჯაროდ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ინფექციურ საავადმყოფოში გაიკეთა. თავს ვგრძნობ გადასარევად, – განაცხადა იმნაძემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ და დაამატა, რომ ვაქცინაცია აუცილებელია, რათა პანდემია დასრულდეს. „იმდენ რაღაცაზე ავცრილვარ საჩვენებლად, ჯერ კიდევ […]