სულ მცირე 71 ადამიანია დაღუპული ინდონეზიასა და აღმოსავლეთ ტიმორში წყალდიდობებისა და მეწყერების ჩამოწოლის შედეგად
სულ მცირე 71 ადამიანია გარდაცვლილი აღმოსავლეთ ინდონეზიასა და აღმოსავლეთ ტიმორში კოკისპირული წვიმებისაგან გამოწვეული წყალდიდობებისა და მეწყერების ჩამოწოლის შედეგად. 40-ზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება ინდონეზიაში და ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა რაოდენობა ეჭვგარეშეა, რომ მოიმატებს. „55 ადამიანია გარდაცვლილი, მაგრამ ეს რიცხვი ძალზე დინამიკურია და უდავოდ შეიცვლება, რადგან 42 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულადაა მიჩნეული“, განუცხადა ტელეკომპანია […]