2022 წლის თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 13.7 პროცენტი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.7 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 5.1 პროცენტით განისაზღვრა. უწყების ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის […]