კობა გვენეტაძე: 24 თებერვლამდე საქართველოში ეკონომიკის 5%-იანი ზრდის მოლოდინი არსებობდა, დღევანდელი გადმოსახედიდან ეს 3-4 პროცენტს შორისაა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, უკრაინაში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით, 24 თებერვლამდე პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის მიღწევა შეუძლებელი იქნება. მისი განმარტებით, 24 თებერვლამდე ეკონომიკის 5-პროცენტიანი ზრდის მოლოდინი არსებობდა. „დღევანდელი გადმოსახედიდან ეს უფრო დაბალია, დაახლოებით 3-4 პროცენტს შორისაა. ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარი მოქმედებები, საქართველოზე პირდაპირ და არაპირდაპირად აისახება. […]