საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში/ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 10 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში/ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის ფედერაციის მორიგ უკანონო აქტს, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. „მსგავსი პროვოკაციული ქმედებები მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციას. […]