ილია დარჩიაშვილი: პრემიერ-მინისტრს დავოსში შეხვედრები ექნება ევროპელ ლიდერებთან
დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის 3-დღიანი სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში, დავოსში. რა თქმა უნდა, ვიზიტის შინაარსობრივი ნაწილი არის, ერთის მხრივ, ეკონომიკური კომპონენტი, ხოლო მეორე ნაწილი, ეს არის – პოლიტიკური, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დავოსში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკურ ნაწილში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს პირველი შეხვედრა ჰქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან […]