Saturday, 30 May 2026
$ 2.67
3.11
£ 3.58
0.04
0.06

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩინეთისადმი შიშმა ტაივანიდან უცხოელი ინვესტორების უპრეცედენტო გადინება განაპირობა

ევროპაში ომი აზიური კუნძულიდან, ტაივანიდან კაპიტალის მასობრივი გადინების მიზეზი გახდა. როგორც CNN იტყობინება, 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გააძლიერა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ჩინეთმა გაზარდოს თავისი სამხედრო ძალა ტაივანის წინააღმდეგ, რამაც კუნძულიდან უცხოელი ინვესტორების უპრეცედენტო გადინება განაპირობა. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან სამი კვირის განმავლობაში, უცხოელმა ინვესტორებმა დაახლოებით 480 მილიარდი ტაივანური დოლარის (16,9 მილიარდი აშშ დოლარი) […]

admin24.03.2022

84 წლის ასაკში მადლენ ოლბრაიტი გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი, ჩეხი ემიგრანტი, მადლენ ოლბრაიტი 84 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა. იგი ამერიკის პირველი დიპლომატი 1997 წელს, ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს გახდა. ოლბრაიტი შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად ბავშვობაში, 1948 წელს გადავიდა, როცა მისმა ოჯახმა პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა იმ მოტივით, რომ მათ არ შეეძლოთ სახლში დაბრუნება როგორც თავიანთი ქვეყნის კომუნისტური რეჟიმის […]

admin24.03.2022

COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდის“ პირველი პარტია საქართველოში უკვე ჩამოვიდა

COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი “პაქსლოვიდის” პირველი პარტია საქართველოში უკვე ჩამოვიდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი ხელმისაწვდომი ხდება და ის პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ. „პაქსლოვიდი“ COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი პირველი ყველაზე ეფექტური წამალია. მედიკამენტი ვირუსის გამრავლების უნარის შეზღუდვას ახდენს. „პაქსლოვიდი“-ს ინფიცირების დადასტურებისთანავე გამოყენების შემთხვევაში, დაავადება ვეღარ პროგრესირებს, რაც ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. მედიკამენტი 90%-მდე […]

admin23.03.2022

მიხეილ ჩხენკელმა უკრაინელი მოსწავლეები თბილისის 98-ე საჯარო სკოლაში მიაცილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თბილისის 98-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული რამდენიმე მოსწავლე უკვე ჩაირიცხა. მინისტრმა მოსწავლეები საკლასო ოთახებამდე მიაცილა და მათ ახალი მეგობრები გააცნო. მიხეილ ჩხენკელმა სკოლის დირექტორთან ერთად მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა, ბავშვების საჭიროებებს პირადად გაეცნო და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად მათთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის […]

admin22.03.2022

საქართველოში, 28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება და სხვა მოქმედი რეგულაციები უქმდება

28 მარტიდან უქმდება ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება და სხვა მოქმედი რეგულაციები, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, 28 მარტიდან, პირბადის ტარების ვალდებულება შენარჩუნდება მხოლოდ დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. უქმდება სტუმრების რაოდენობაზე მოქმედი შეზღუდვა, როგორც საზოგადოებრივი კვების […]

admin22.03.2022

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილებისთვის რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნებისმიერი კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებთან იქნება დაკავშირებული, უნდა გადაწყდეს რეფერენდუმის გზით და არა მხოლოდ მის მიერ. აღნიშნული განცხადება მან უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში გააკეთა. „ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელიც გადაწყდება პარლამენტის და უკრაინელი ხალხის მიერ“, – თქვა მან. უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლებმა დღემდე არაერთი სამშვიდობო მოლაპარაკება გამართეს, მათ […]

admin22.03.2022

„კომსომოლსკაია პრავდა“: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, უკრაინის ომში 9861 რუსი სამხედრო პირია მოკლული

რუსულმა გამოცემამ „კომსომოლსკაია პრავდამ“ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ცნობა, შემდეგ კი წაშალა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის ომში რუსული შეიარაღებული ძალების 9 861 სამხედრო პირია მოკლული. როგორც CNN იტყობინება, რუსულ ტაბლოიდში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ეწერა: „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, უკრაინაში სპეციალური ოპერაციის პერიოდში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს 9861 ადამიანი, დაიჭრა 16153“. CNN-მა გააანალიზა ვებგვერდის […]

admin22.03.2022

2021 წელს საქართველოს რეალური მშპ-ს ზრდამ წინა წელთან შედარებით 10.4 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის წინასწარი მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 60 231.6 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 22.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2021 წელს, წინა წელთან შედარებით 10.4 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; […]

admin21.03.2022

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს მთელ მსოფლიოსთან ერთად აღვნიშნავთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს

დღეს მთელ მსოფლიოსთან ერთად აღვნიშნავთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ჯანდაცვის, განათლების, სოციალური და დასაქმების სფეროებში დაუნის სინდრომის მქონე თანამოქალაქეთა სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის, მათი თვითრეალიზაციის პირობათა შესაქმნელად. „ჩვენ, ყველა ერთად, ვაშენებთ თანასწორ ადამიანთა საზოგადოებას, სადაც ყველას ერთნაირად აქვს […]

admin21.03.2022

პუტინმა პროდასავლელ რუსებს „ეროვნული მოღალატეები“ უწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო მიმართვისას პროდასავლელ რუსებს „ეროვნული მოღალატეები“ უწოდა. „დასავლეთი შეეცდება დაეყრდნოს ე.წ. მეხუთე კოლონას, ეროვნულ მოღალატეებს, მათ, ვინც ფულს შოულობენ ჩვენთან, მაგრამ ცხოვრობენ იქ. მე „იქ ცხოვრებაში“ ვგულისხმობ არა ამ სიტყვის გეოგრაფიულ მნიშვნელობას, არამედ მათი ფიქრების, მათი მონური ცნობიერების მიხედვით ცხოვრებას“, – განაცხადა პუტინმა. ამ ადამიანებს „არ შეუძლიათ ხამანწკების და გენდერული თავისუფლების […]

admin18.03.2022