საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის – საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადმოეცა. კითხვარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ლუქსენბურგში გადასცა.