თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს 1-ელ და 7 იანვარს გახანგრძლივებული დროით, უფასოდ მოემსახურება
ახალი წლისა და შობის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გახანგრძლივებულ საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება. „შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი – მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი და რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი, როგორც ახალი წლის, ასევე შობის ღამეს – პირველ და […]