ლევან დავითაშვილი: საქართველოში ინვესტირების კუთხით საკმაოდ ბევრი კომპანიაა დაინტერესებული
საკმაოდ ბევრია დაინტერესებული კომპანია, რომელიც 2023 წლის განმავლობაში პოზიტიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოში ინვესტირების კუთხით, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, დავოსში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება. მისი თქმით, ქართული დელეგაცია ინვესტორ კომპანიებთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავს. „დავოსის ეკონომიკური ფორუმი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. ძალიან ინტენსიური შეხვედრები იმართება ინვესტორ კომპანიებთან. ჩვენ […]