მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2023-ის გამარჯვებული ცნობილია
წელს საკუთარი საქმის სიყვარულის, განსაკუთრებული მიდგომისა და ბავშვებისათვის ცოდნის საინტერესო გზით გაზიარებისათვის ჯილდო ნინო ფსუტურს გადაეცა. ღონისძიების რიგით მეშვიდე გამარჯვებული გორის მერვე საჯარო სკოლის მასწავლებელი გახდა. გამარჯვებულს გენერალურმა სპონსორმა „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა 15 000 ლარი გადასცა, ხოლო ფინალისტები ლიბერთი ბანკმა 5000 ლარით დააჯილდოვა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების […]