Friday, 09 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.91 ▼
£ 3.43 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ─

სალომე ზურაბიშვილი: „მე არსად არ მივდივარ, არ გადავდგები“

„მე არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება, რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი, ამ ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას, რომლის თანახმადაც მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. „ჩემი დუმილის დრო დასრულდა. აქამდე თავს ვიკავებდი, რამეთუ ჩავთვალე, რომ ვიდრე საკონსტიტუციო […]

admin16.10.2023

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა რობინ დანიგანს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა განიხილეს და მიმდინარე საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს; გამოითქვა ქვეყნებს შორის მრავალგანზომილებიანი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა […]

admin16.10.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ცვლილების თანახმად, საექთნო და მეანი ექთნის სფერო რეგულირებადი პროფესია გახდება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ექთნებისა და მეანი ექთნების განათლებისა და […]

admin16.10.2023

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ფაქტზე მიღებული დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.  „2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე (№1797 კონსტიტუციური წარდგინება), გამოაქვეყნა დასკვნა და დაადგინა საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე […]

admin16.10.2023

2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.6%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 919.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.6 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 4 607.2 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 12.7 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი 11 312.3 მლნ. აშშ დოლარი იყო […]

admin13.10.2023

საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალდანიშნულმა ელჩმა, რობინ დანიგენმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, რის შემდეგაც მინისტრსა და ელჩს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. აღინიშნა ყველა პრიორიტეტულ სფეროში, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ოთხივე მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების […]

admin13.10.2023

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ვიქტორ ორბანი და მისი მეუღლე ანიკო ლევაი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მეუღლემ, ნუნუკა თამაზაშვილმა გააცილეს. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 10 ოქტომბერს ეწვია. ვიქტორ ორბანი თბილისში დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. შედგა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის […]

admin12.10.2023

ვიქტორ ორბანი: ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, გაბრაზებულები, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებიც გაცილებით ჩამორჩენილები არიან

ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, გაბრაზებულები, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებიც გაცილებით ჩამორჩენილები არიან განვითარების თვალსაზრისით საქართველოსთან შედარებით და მიიღეს ეს სტატუსი, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე, კახეთში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს უნდა მიენიჭოს ევროკავშირთან დაახლოების საშუალება და ეს არის ასევე ევროპულ ინტერესებში. […]

admin12.10.2023

ვიქტორ ორბანი: თქვენ გვანახვეთ განვითარების ძალიან მაღალი მაჩვენებლები ეკონომიკაში და თქვენი დაახლოება ევროკავშირთან უნდა იყოს გაცილებით უფრო მარტივი

მიზეზი რატომაც ჩამოვედით უპირველესად იყო, რომ პატივისცემა და დაფასება გამოგვეხატა უნგრელი ხალხის მხრიდან საქართველოს ხალხისადმი, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოსს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე, თელავში განაცხადა. მისი თქმით, უნგრეთი მაღალ შეფასებას აძლევს იმ ბრძოლას, რომელასც რამდენიმე ასი წელია საქართველო ახორციელებს, რომ შეინარჩუნოს ქრისტიანული სახელმწიფო. „პატივცემული ქალბატონებო და ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა. […]

admin12.10.2023

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს შევიკრიბეთ ამ ისტორიულ ადგილას, ჩვენი დიდი მეფის, ერეკლე მეორის სასახლეში – ბატონ პრემიერ-მინისტრს ვუთხარი, რომ ჩვენი მეფე იყო გამორჩეული თავისი ნიჭით

დღეს შევიკრიბეთ, აქვე მიდნა აღვნიშნო, ამ ისტორიულ ადგილას, ჩვენი დიდი მეფის, ერეკლე მეორის სასახლეში. ბატონ პრემიერ მინისტრს ვუთხარი, რომ ჩვენი მეფე იყო გამორჩეული თავისი ნიჭით, იგი იყო მიჩნეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრატეგი, დიდი მხედართმთავარი, რეფორმატორი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, მოდერნიზაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ […]

admin12.10.2023