ირაკლი ღარიბაშვილი „გლობალური კარიბჭის ფორუმის” გახსნას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „გლობალური კარიბჭის ფორუმის” გახსნას დაესწრო. ფორუმი ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გახსნა. ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. ფორუმის ფარგლებში გამართულ სამუშაო პანელზე − „სატრანსპორტო დერეფნები” − პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი მომხსენებელი იქნება. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტმა – ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიიწვია.