ეროვნულ ვალუტაში სესხის აღებისას, 200 000-ლარიანი ზღვარი 300 000 ლარამდე იზრდება
2024 წლის პირველი იანვრიდან, 300 000 ლარამდე ოდენობის სესხის აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში იქნება შესაძლებელი. აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის სავალუტო რისკის დაცვას ისახავს მიზნად, რადგან უკანასკნელ პერიოდში ევროკავშირსა და აშშ-ში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო, დოლარისა და ევროს სესხებზე განაკვეთები მზარდ […]