განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს: საჯარო სკოლებში დირექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 19 თებერვალს და 29 თებერვალს დასრულდება
საჯარო სკოლებში დირექტორების პოზიციაზე არსებული ვაკანსიის სიმრავლისა და სისტემაში ახალი, კვალიფიციური კადრის მოზიდვის საჭიროების გათვალისწინებით, გაანალიზდა 2023 წელს ჩატარებული კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი ასპექტები. კონკურსის გამართვის მოქმედი წესის რევიზიის შედეგად, გამოიკვეთა გარკვეული ცვლილებების განხორციელების საჭიროება და მიზანშეწონილად ჩაითვალა გადამუშავებულიყო 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი”. დირექტორთა შესარჩევი […]