საქართველოს და არაბთა გაერთიანებული საამიროების განათლების მინისტრებმა დუბაიში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, პირველ მოადგილე ალექსანდრე წულაძესთან ერთად, დუბაიში სამუშაო ვიზიტად იმყოფება, სადაც 2024 წლის მსოფლიო სამთავრობო სამიტში მონაწილეობს. სამიტის ფარგლებში გიორგი ამილახვარმა შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების განათლების მინისტრ აჰმედ ბელჰოულ ალ ფალასთან. მხარეებმა ქვეყნებს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრის შემდგომ მინისტრებმა თანამშრომლობის […]