Tuesday, 14 July 2026
$ 2.64
3.01
£ 3.53
0.03
0.06

ირანი აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში მას „ახალი კარტები“ აქვს

ირანის პარლამენტის სპიკერის, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფის თქმით, თეირანი „ბრძოლის ველზე ახალ კარტებს“ ამზადებს, თუ აშშ-სთან ბრძოლა განახლდება. როგორც BBC იუწყება, პაკისტანში სამშვიდობო მოლაპარაკებების პოტენციური მეორე რაუნდის სტატუსი გაურკვეველია, რადგან არც ერთი მხარისგან არ დადასტურებულა მათი გაგრძელების თაობაზე ინფორმაცია. თუმცა, როგორც ამერიკული მედია წერს, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სამშაბათს პაკისტანში გაემგზავრება, მაგრამ თეირანი აცხადებს, რომ ისლამაბადში მოლაპარაკებების […]

admin21.04.2026

2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი – თურქეთი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 71.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს 203.2 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ყირგიზეთი 190.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი 145.5 მლნ. აშშ დოლარით. რაც შეეხება იმპორტს, 2026 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის […]

admin20.04.2026

ვახტანგ ცინცაძე: საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2026-2031 წლებში საქართველო ერთ-ერთი ლიდერი იქნება ეკონომიკური ზრდის კუთხით

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2026-2031 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ქვეყანა 2021-2025 წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. „საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური მიმოხილვის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. სავალუტო ფონდის შეფასებით 2021-2025 […]

admin16.04.2026

2026 წლის მარტში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 9.8%-ით გაიზარდა

2026 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ  320.6 მლნ აშშ დოლარი (871.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.8% -ით (28.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ მარტში გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 45.4%-ს შეადგენს, შესაბამისი 145.6 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი […]

admin15.04.2026

ნათია თურნავა: საქართველოს ეკონომიკა ძალიან მდგრადია სხვადასხვა გლობალური შოკის მიმართ

ჩვენთვის საინტერესო იყო, მოგვესმინა მოსაზრებები, თუ რა გავლენა ექნება ახალ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს გლობალურ ეკონომიკაზე იმისთვის, რომ განვსაზღვროთ შემდგომი ნაბიჯები. მზად ვართ ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ვაშინგტონში სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, ჯიჰად აზურთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მხარეებმა საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური ვითარება […]

admin15.04.2026

„არტემის II“-ის ეკიპაჟი მთვარეზე ისტორიული მისიის დასრულების შემდეგ დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა

ოთხი ასტრონავტი, რომლებმაც NASA-ს „არტემის II“-ის მისიით მთვარის გარშემო იფრინეს, უზადო დაბრუნების შემდეგ წყნარ ოკეანეში უსაფრთხოდ დაეშვა. ეკიპაჟის წევრები, როლებმაც ისტორიაში ნებისმიერ ადამიანზე უფრო შორს იმოგზაურეს დედამიწიდან, ახლა, ცხრადღიანი მოგზაურობის შემდეგ, ძალების აღდგენას ცდილობენ. მათი კოსმოსური ხომალდი „ორიონი“ 38,600 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობდა, როდესაც დედამიწის ზედა ატმოსფეროს შეეჯახა და მის სითბოს დამცავ ფარზე მზის ზედაპირზე […]

admin11.04.2026

ირაკლი კობახიძე: გადავხედეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას, შედეგად, პროექტის ღირებულება 52.5 მლნ დოლარით შემცირდა, უახლოეს დღეებში, აქტიურად განახლდება სამშენებლო პროცესი

ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის ფოტო, 2025 წლის 16 სექტემბერი საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად, მინიმალური საბიუჯეტო დანახარჯებით განხორციელდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, განხორციელდა არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში გასაწევი სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით. „გასული […]

admin08.04.2026

ნათია თურნავა: მისასალმებელია, რომ სსფ-ის მისიამ ჩვენს მონეტარულ პოლიტიკას დადებითი შეფასება მისცა და ხაზი გაუსვა მის გონივრულობას

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის IV მუხლის რეგულარულმა მისიამ საქართველოში მუშაობა დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა როგორც ეროვნული ბანკის გუნდთან, ისე სამთავრობო გუნდთან და ბევრ სხვა დაინტერესებულ მხარესთან. მისიის ბოლოს ეროვნულ ბანკში სებ-ის პრეზიდენტის ნათია თურნავას, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილისა და სსფ-ის მისიის ხელმძღვანელის ალეხანდრო ჰაჟდენბერგის შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. როგორც ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლისას ნათია […]

admin07.04.2026

ირაკლი კობახიძე: ილჰამ ალიევთან შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს

დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს, ამ კონტექსტში, მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კონსტრუქციულ თანამშრომლობას და ახალ ინიციატივებს, –  ამის შესახებ საქართველოს პ რემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის […]

admin06.04.2026

NASA-ს ასტრონავტები დედამიწის ორბიტის დატოვების შემდეგ კოსმოსში „სანახაობრივ მომენტს“ აღწერენ

„არტემის II“-ის მისიამ დაასრულა ძრავის კრიტიკული წვა, რომელიც ორიონის კოსმოსურ ხომალდს მთვარის შორეული მხარისკენ მიმავალ გზაზე ამოძრავებს. „კაცობრიობამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რისი გაკეთება შეგვიძლია“, – განაცხადა კანადელმა ასტრონავტმა, ჯერემი ჰანსენმა ძრავის წვის დასრულების შემდეგ. კოსმოსიდან პირდაპირ ეთერში გადაცემულ ინტერვიუში, მეთაურმა რიდ უაისმენმა დედამიწის „პოლუსიდან პოლუსამდე“ „სანახაობრივი“ ხედი აღწერა. ეკიპაჟმა დაასრულა პრესკონფერენცია, რომელზეც ისაუბრეს მისიის მნიშვნელობაზე, […]

admin03.04.2026