არაბეთის გაერთიანებული საამიროები საქართველოსთვის საქონლისა და ცხვრის ხორცზე, თაფლზე, თხილზე და სხვა პროდუქტებზე ბაზარს ხსნის
დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება, რომელიც საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ლიბერალიზაციას ითვალისწინებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, შეთანხმება ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ, რომელიც თავისი არსით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ახალი თაობის შეთანხმებას წარმოადგენს, კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყანას შორის ეკონომიკურ ინტეგრაციას. „აღსანიშნავია, რომ […]