მამუკა ბახტაძე: საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები
საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენ ერთობლივად ძალიან ბევრი გლობალური მნიშვნელობის პროექტის რეალიზაცია შევძელით, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. „ვიმსჯელეთ იმ ახალ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც ერთობლივად შეგვიძლია და რომლებიც ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობას კიდევ უფრო […]