საქართველოს საგარეო უწყება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „2018 წლის 9-10 ოქტომბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფაზე, აგრეთვე არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობაზე. თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა შეაფასეს ჟენევის […]