მამუკა ბახტაძე: „Doing Business“-ის რეიტინგში საქართველო დაწინაურდა და ჩვენ დავიკავეთ მე-6 პოზიცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მსოფლიო ბანკის „Doing Business“-ის რეიტინგში, საქართველოს დაწინაურება “ძალიან დიდ წინ გადადგმულ ნაბიჯად” შეაფასა. მან მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ეს ადასტურებს, რომ რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, წარმატებულად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას”. “როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე წუთის წინ მსოფლიო ბანკმა გაავრცელა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მინდა, ყველას […]