უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2018“ დაიწყო
კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2018“ დაიწყო. სწავლების დაწყება მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს და სიტყვით მიმართეს. სწავლების გახსნის ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ მოწვეულმა სტუმრებმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ახალი შტაბის შენობაში […]