მამუკა მდინარაძის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან მისი არჩევა არ იყო გუნდთან შეთანხმებული
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გამოწვევის პოლიტიკური გადაწყვეტილება ფრაქციის უმრავლესობამ მიიღო. როგორც როსტომ მეფის სასახლეში ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ფოფხაძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევა გუნდში შეთანხმებული არ ყოფილა და პროცესი პროცედურული დარღვევებით წარიმართა. „ჩვენ გამოვნახეთ ყველაზე რბილი ფორმა, რაც კი […]