გაერთიანებულმა სამეფომ ვახტანგ გომელაურს და შსს-ს სხვა რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა
გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და უწყების სხვა რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. სანქცირებულ ქართველ მაღალჩინოსანთა სიაში მოხვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი, გდდ-ის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური. სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას. „ეს პირები პასუხისმგებელი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე. […]