ლევან დავითაშვილი აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა, სადაც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, ელჩთან შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი იქნება ორივე ქვეყნისთვის. […]