პრემიერ-მინისტრმა ტურიზმის სექტორის აღდგენის სტრატეგიულ გეგმაზე სამუშაო შეხვედრა გამართა
მთავრობა ტურიზმის სექტორის აღდგენის სტრატეგიულ გეგმაზე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. ამ მიზნით, მორიგი სამუშაო შეხვედრა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ ეკონომიკის გახსნა და პოსტკრიზისული მართვა ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი ხდება და უმნიშვნელოვანესია ეფექტური ნაბიჯების გადადგმა, რათა მსოფლიო გლობალურ კონკურენციაში ქვეყანამ საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. გიორგი გახარიამ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ტურიზმის, […]