ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით „პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით „პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“. მთავრობის მეთაურმა თურქეთს ფორუმის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რასაც მულტიპოლარულობა უქმნის ქვეყნებს მსოფლიო მასშტაბით. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს ასევე არის შესაძლებლობა პატარა ქვეყნებისთვის, გააღრმავონ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები. „საქართველო სტრატეგიულად ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ის […]