საქართველოში კორონავირუსისგან 68 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი, მე-14 პაციენტი გარდაიცვალა. იგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სეფსისის ცენტრიდან შეიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იყო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განუცხადა. ამასთან, მისივე თქმით, მამაკაცს „კოვიდ-19“-ის ვირუსი უკვე აღარ ჰქონდა ორგანიზმში, მაგრამ კანდიდოზური პნევმონიითა და მისი ყველა გართულებების გამო, მკურნალობა აღმოჩნდა უშედეგო. „გარდაიცვალა პაციენტი ჩვენს კლინიკაში, 68 წლის […]