განათლების მინისტრის მოადგილე: სკოლებს მიეცათ სრული თავისუფლება, რათა თავისი საჭიროებიდან გამომდინარე დააორგანიზონ სასწავლო პროცესი
მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეების სკოლაში სიარული და ცხრილის ისე ორგანიზება, რომ ყველა მოსწავლემ იაროს სკოლაში, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, სკოლებს მიეცათ სრული თავისუფლება, რომ სასწავლო პროცესის თავისი საჭიროებიდან გამომდინარე ორგანიზება მოახდინონ. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც […]