ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ მატანთან პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ მატანთან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ მატანის შესასვლელთან და გასასვლელთან საველე კარვები ააწყვეს. საკონტროლო პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციული […]