საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა შეთანხმება „საქართველოსა და საბერძნეთს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ”
2025 წლის 8 აპრილს საბერძნეთის პარლამენტში ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა შეთანხმება „საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ”. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ავრცელებს. საგარეო უწყების ცნობით, საბერძნეთი ევროკავშირის რიგით მესამე ქვეყანაა, რომელმაც საქართველოსთან მსგავსი შეთანხმება გააფორმა. როგორც საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ბერიძემ განაცხადა, საბერძნეთის პარლამენტის […]