კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 034 თბილისში, 320 აჭარაში, 258 კი იმერეთში დაფიქსირდა
დღეს გამოვლენილი 1 941 შემთხვევიდან თბილისში გვაქვს 1 034, აჭარაში – 320, იმერეთში – 258, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. „დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 941 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 26 503-ს. 24 საათში […]