5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 49 218 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 289-ით გაიზარდა და ის 33 459-ს შეადგენს. ახალი მონაცემებით, 20-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა […]