მიხეილ სააკაშვილი: ამ პარლამენტსა და ამ ხელისუფლებას ხალხი დაანგრევს, რადგან 21-ე საუკუნეში ვერავინ შეძლებს ხმების ასე მიტაცებას
ქართველი ხალხი დაორგანიზდება და მათ გაუმკლავდება, – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა Настоящее Время– სთან ინტერვიუში კითხვაზე, რას მოიმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციას გაუუქმებენ. „ჩვენი ქმედება, რაც არ უნდა გააკეთონ, იქნება ერთი. ქართველი ხალხი დაორგანიზდება. დაუცდის კორონავირუსის ტალღის დასრულებას – ახლა საქართველოში დაავადების რიცხვით მსოფლიო რეკორდია. ჩვენ კი, არ გვსურს […]