Tuesday, 25 August 2026
$ 2.61
3.05
£ 3.56
0.03
0.05

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა. ანგარიში ბანკის ვებგვერდზე ვრცელდება. ანგარიშის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონში, რომელშიც აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მაჩვენებლებია მოცემული, წელს მშპ-ის ყველაზე დიდი, 7%-მდე ზრდა არის მოსალოდნელი საქართველოში. „მაისიდან ზრდის პროგნოზის 1%-იანი კლება დაფიქსირდა აზერბაიჯანში, სადაც მშპ წელს 2%-მდე, მომავალ წელს […]

admin26.09.2025

მიხეილ ყაველაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიას ქართულ ენაზე მიმართა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით, ქართულ ენაზე გამოვიდა. მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლა საქართველოს ისტორიაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ის წარმოადგენს სამი ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანას, რომელსაც მსოფლიოში უნიკალური დამწერლობა, უძველესი ენა და  17 საუკუნოვანი ქრისტიანობის ტრადიცია გააჩნია. მისივე განცხადებით, ის წარმოადგენს ქართველ ხალხს, რომელმაც იცის როგორც ომის ფასი, ასევე თავისუფლებისა და […]

admin25.09.2025

ლიბერთი ბიზნესისთვის – თანამედროვე ელექტრონული კომერციის სერვისი ბიზნესს

ლიბერთი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და საქართველოს მასშტაბით სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს სთავაზობს სრულფასოვან ელექტრონული კომერციის სერვისს, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, ვებ-გვერდსა თუ მობილურ აპლიკაციაში მარტივად და უსაფრთხოდ მიიღონ ონლაინ გადახდები Visa და Mastercard-ის ადგილობრივი და საერთაშორისო ბარათებით. სერვისის ძირითადი ფუნქციონალი მოიცავს: ერთჯერად გადახდებს; პრეავტორიზაციას; ბარათის დამახსოვრებას; Apple Pay და Google Pay ელექტრონული საფულით გადახდას; რეკურენტულ […]

admin25.09.2025

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის იანვარ-აგვისტოში 1 496 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა

სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შევსებას განაგრძობს. აგვისტოში, სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 199.6 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ აგვისტოს მდგომარეობით 5.2 მლრდ დოლარს შეადგინა. საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს სებ-ის გაცხადებული პოლიტიკა […]

admin25.09.2025

კახეთში, საგარეჯო-ბადიაურის 4-ზოლიანი ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეჯო-ბადიაურის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. მიმდინარე სამუშაობი მთავრობის მეთაურს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გააცნო. კახეთის მაგისტრალური გზის შემადგენელი საგარეჯო-ბადიაურის 17კმ-იან მონაკვეთზე ამ ეტაპზე მიწის სამუშაოები, გზის საფუძვლის მოწყობა, კომუნიკაციების და სამელიორაციო სისტემების გადატანა, რკინა-ბეტონის ხიმინჯების მოწყობა, რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, შენდება ახალი სატრანსპორტო კვანძი სოფელ […]

admin24.09.2025

კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ორი ახალი მეტროსადგური აშენდება

თბილისის მეტროს პირველი ხაზი დაგრძელდება თითო სადგურით, ორივე მიმართულებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სადგურების დამატებით შემცირდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში დახარჯული ჯამური მგზავრობის დრო, დაახლოებით, 576 საათით, რაც ქსელის განტვირთვის  დამატებითი შესაძლებლობაა. „როგორც „ახმეტელის თეატრის“, ისე „ვარკეთილის“ მეტროსადგურზე განხორციელდება ახალი პროექტი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პირველ ხაზზე […]

admin24.09.2025

ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ლევან ჟორჟოლიანი. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს ვიზიტისათვის […]

admin19.09.2025

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ბიზნესმენი ლევან ვასაძე და საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ბიზნესმენი ლევან ვასაძე და საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა და განმარტა, რომ ეს პირები ეკონომიურად და იდეოლოგიურად მხარს უჭერენ კრემლს. ამის შესახებ განცხადება ბრიტანეთის მთავრობამ გაავრცელა. „დღეს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საქართველოსთან დაკავშირებულ აქტორებს, რომლებიც ეკონომიურად და იდეოლოგიურად მხარს უჭერენ კრემლს. სანქციების პაკეტის მიზანია მათი საქმიანობის გამოაშკარავება და სხვა მსგავსი აქტორების […]

admin19.09.2025

შალვა პაპუაშვილი: გაირკვა, რომ ე.წ. მეგობარი აქტი მზის შუქს ვერ ნახავს და ჯო უილსონს ახალი იდეა მოუვიდა, ამასაც იგივე ბედი ეწევა, რაც ყველა მტრულ წამოწყებას

წელიწადზე მეტია, რაც ე.წ. მეგობარი აქტი, მტრული აქტი სხვადასხვა კაბინეტში ტრიალებს. გაირკვა, რომ მზის შუქს ვერ ნახავს და ჯო უილსონს ახალი იდეა მოუვიდა, რომ გამომუშავებული იყოს მილიონიანი კონტრაქტი, რასაც ერთადერთი მიზანი აქვს, საინფორმაციო ხმაური, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. კითხვაზე, „მეგობარი აქტის“ ჩავარდნის შემდეგ კონგრესმენი ჯო უილსონი ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას, რომელიც […]

admin19.09.2025

19 სექტემბრის მონაცემით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 64 ათასი ტონა ყურძენი

19 სექტემბრის მონაცემით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 64 ათასი ტონა ყურძენი. ღვინის საწარმოებს ყურძენი 4500-მდე მევენახემ ჩააბარა. ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 29,3 ათას ტონამდე საფერავი, 28,3 ათას ტონამდე რქაწითელი, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 425 ღვინის კომპანია/მარანი, აქედან 163 რთველის პროცესში უკვე ჩართულია. რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველა რესურსი მობილიზებულია […]

admin19.09.2025